2019 წელს თბილისში დასრულებულ საოფისე ინტერიერში ერთდროულად მოხერხდა სივრცის გამჭვირვალობასთან ერთად სამუშაო და შეხვედრების ზონების ეფექტური გამიჯვნა.
დავამზადეთ ტიხრები ხილული ჩარჩოების გარეშე (მინა-მინასთან შეერთებით) და 4-მეტრიანი მოღუნული მინის კონსტრუქციებით. ცალკეულ ტიხრებზე დატანილი დეკორატიული გამყოფი ზოლები მართკუთხა გეომეტრიას ქმნის, ხოლო ქვიშაჭავლით დამუშავებული მინა შეხვედრების ოთახების სიმყუდროვეს უზრუნველყოფს.