არგო 2012 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან Alumil-ის ოფიციალური პარტნიორია. ქვემოთ მოცემული ძირითადი კატალოგი კარ-ფანჯრების, სლაიდების, ფასადებისა და ცენტრალური შესასვლელი კარების სისტემებს მოიცავს. დაგვიკავშირდით ტექნიკური ნახაზების, კონფიგურაციების, ზედაპირის დამუშავებისა და შემინვის ვარიანტების შესარჩევად.

ანჯამებიანი და გაღება-გადმოკიდების კარ-ფანჯრის სისტემები, შექმნილი ახალი მშენებლობებისა და რესტავრაციისთვის. ჩარჩოს სამონტაჟო სიღრმე მერყეობს 56 მმ-დან 91 მმ-მდე. ხელმისაწვდომია დაფარული ფრთის ვარიანტი, ასევე შესაძლებელია სამმაგი მინაპაკეტის გამოყენება.
Alumil Smartia
თბოიზოლირებული გაღება-გადმოკიდების სისტემა სარემონტო პროექტებისა და თბილი კლიმატისთვის.
Alumil Smartia
გაღება-გადმოკიდების სისტემა ბრტყელი ან მომრგვალებული პროფილებით და მაღალი წყალმედეგობით.
Alumil Supreme
თბოიზოლირებული კარ-ფანჯრის სისტემა დაფარული ფრთის ვარიანტით.
Alumil Supreme
Passive House-ის სერტიფიცირებული კარ-ფანჯრის სისტემა დაბალი ენერგომოხმარების შენობებისთვის.

სლაიდური სისტემები როგორც სტანდარტული, ასევე დიდი ღიობებისთვის. S560 გამოიყენება სტანდარტული ღიობებისთვის ტერასაზე, აივნებზე და სხვა მსგავს შემთხვევებში. S700 გაძლიერებული სისტემაა, რომლის ფრთა 600 კგ-მდე წონას უძლებს, რაც 4 მეტრამდე სლაიდური კარებების შესრულების საშუალებას გვაძლევს.

საფასადე სისტემები დიდი შემინული სივრცეებისთვის, ხუფური პროფილებით ან სტრუქტურული შემინვით. პროფილის ხილული სისქე 55 მმ-დან იწყება და მცირდება 35 მმ-მდე.

ცენტრალური კარის სისტემები, თბოიზოლაციის მაღალი პარამეტრებით, დაცვის თანამედროვე ოფციებითა და დეკორატიული პანელებით, ან მინით შევსების მრავალფეროვანი არჩევანით. ჩარჩოს სამონტაჟო სიღრმე მერყეობს 67 მმ-დან 115 მმ-მდე თბოიზოლაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნების მიხედვით.
Alumil Smartia
შესასვლელი კარი ერთ სიბრტყეში განლაგებული პანელით ან მინის შემავსებლით.
Alumil Supreme
შესასვლელი სისტემა ერთ სიბრტყეში განლაგებული ზედაპირებითა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კონფიგურაციებით.
Alumil Supreme
შესასვლელი სისტემა ალუმინის პანელის ან მინის შემავსებლის ვარიანტებით.
Alumil Supreme
ღერძული შესასვლელი სისტემა დიდი ზომის კარის ფრთებისთვის.
ჩვენ 2012 წლიდან ვაწარმოებთ და ვამონტაჟებთ ჩამოთვლილ სისტემებს. ინდივიდუალური კონფიგურაციების, ტექნიკური ნახაზების, ზედაპირის დამუშავების, შემინვისა და ტექნიკური პარამეტრების განსახილველად დაგვიკავშირდით.