არგო საქართველოში 2012 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან Alumil-ის ოფიციალური პარტნიორია. ვაპროექტებთ, ვაწარმოებთ და ვამონტაჟებთ არქიტექტურულ ალუმინის სისტემებს, რომლებიც თბოტექნიკურ ეფექტურობას, უსაფრთხოებას, ფუნქციონალურობასა და არქიტექტურულ თავისუფლებას აბალანსებენ. საწარმოო ნახაზებიდან მონტაჟის დასრულებამდე სრულ პროექტს ერთი პროფესიონალური გუნდი უძღვება.
ჩვენი პორტფოლიო მოიცავს კერძო სახლებს, კომერციულ სივრცეებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას საქართველოში, ასევე წარმატებულ საექსპორტო პროექტებს აშშ-სა და აზერბაიჯანში. ყოველი პროექტი ეფუძნება დაპროექტების, წარმოებისა და ხარისხის კონტროლის მკაცრ სტანდარტებს, გამჭვირვალე კომუნიკაციასა და მკაფიო პასუხისმგებლობას საბოლოო შედეგზე.
ყველა პროექტი, ცენტრალური კარიდან საფასადე სისტემამდე, ექვსეტაპიან პროცესს გადის: დამკვეთის საწყისი მოთხოვნების დამუშავებისა და სისტემის შერჩევიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
პროცესს ვიწყებთ შენობისა და თითოეული ღიობის ფუნქციური დანიშნულების გაანალიზებით, რის საფუძველზეც ირჩევა გაღების მექანიზმი, თბოიზოლაციის მოთხოვნა, ანტივანდალური მოთხოვნები, მინის ტიპი და მოპირკეთება. სისტემებისა და მინა-პაკეტის შერჩევისას ვაბალანსებთ ტემპერატურულ კომფორტს, უსაფრთხოებას, არქიტექტურულ ხედვას, ენერგოეფექტურობასა და პროექტის ბიუჯეტს.
დიდი ღიობები კონკრეტული ობიექტებისთვის ინდივიდუალურად ფასდება. ქარის დატვირთვის დასადგენად ვიყენებთ ბოლო 15 წლის კლიმატურ მონაცემებს; პროფილებს ვაძლიერებთ ღიობის სიგანე/სიმაღლისა და გარემოს ზემოქმედებიდან გამომდინარე; მინა-პაკეტი კი თბოიზოლაციის, მზისგან დაცვის, სისქის, მექანიკური გამძლეობისა და უსაფრთხოების პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება.
ობიექტის ზუსტი აზომვის შემდეგ, „არგოს“ ინჟინრები ინდივიდუალურ ნახაზებს ქმნიან. ღიობების პარამეტრების, გადაბმის წერტილებისა და კონსტრუქციული დეტალების საბოლოო, დეტალური გადამოწმების შემდეგ გადავდივართ წარმოებაზე.
საწარმოო მონაცემები ავტომატურად, ციფრულ ფორმატში იგზავნება წარმოებაში. ორთავიანი ხერხი თითოეულ პროფილს მითითებულ სიგრძესა და კუთხეზე ჭრის, შტრიხკოდების სისტემა გადასცემს დეტალურ დავალებას CNC დანადგარს, ხოლო ჩარჩოების აწყობა ხდება დამაკავშირებელი კუთხეების დაპრესვით.
წარმოებიდან ჩაბარებამდე, პროცესის თითოეულ ეტაპს (წარმოება, ლოჯისტიკა, მონტაჟი, ჩაბარება) კოორდინირებას ინდივიდუალური პროექტების მენეჯერი უწევს. „არგოს“ ინჟინრების, წარმოებისა და მემონტაჟეების გუნდი მჭიდროდ და გამჭვირვალედ თანამშრომლობს დამკვეთთან, არქიტექტორთან და პარტნიორ კომპანიებთან, სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესასრულებლად.
ჩვენ მიერ წარმოებული სისტემების მონტაჟს ჩვენივე კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს. ჩაბარებამდე თითოეული კონსტრუქცია მონტაჟდება, ჰერმეტიზდება, რეგულირდება და მოწმდება. წარმოებასა და მონტაჟს ერთი კომპანია ახორციელებს, შედეგად იღებთ გარანტირებულ ხარისხსა და სრულ ტექნიკურ პასუხისმგებლობას.
ჩვენი საწარმო აღჭურვილია ავტომატიზირებული ევროპული დანადგარებით, რომლებიც უმაღლესი სიზუსტით ემსახურება როგორც ინდივიდუალურ საცხოვრებელ პროექტებს, ისე დიდ კომერციულ შეკვეთებს. ჭრისა და დამუშავების ძირითადი პროცესები სრულად ავტომატიზირებულია და ციფრულ საწარმოო მონაცემებზე დაყრდნობით იმართება.
ჭრის მონაცემები ინჟინერის დაპროექტებული ნახაზებიდან ციფრულად იტვირთება, საჭრელი ხერხის ორივე თავი კი შესაბამისად ავტომატურად რეგულირდება და თითოეულ პროფილს, ხელით აზომვის გარეშე, მითითებულ სიგრძესა და კუთხეზე ჭრის.
ჭრის შემდეგ თითოეულ პროფილს ინდივიდუალური შტრიხკოდი ენიჭება. CNC დაზგა ასკანერებს დავალებას და მაღალი სიზუსტით აკეთებს წყლის სადრენაჟო არხებს, საკეტებისა და ანჯამების მოსამზადებელ ჭრილებსა და კუთხის შემაერთებელ ნახვრეტებს.
კონსტრუქციის ჩარჩოები იწყობა შიდა დამჭერი მექანიზმებით და კუთხეები კონტროლირებადი წნევით იპრესება. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს ჩარჩოს იდეალურ გეომეტრიასა და გადაბმის კვანძების მაქსიმალურ სიმტკიცეს.
მინის დამჭერ პროფილებს, აქსესუარებსა და მცირე პროფილებს ცალკე საჭრელი დანადგარი ამუშავებს, ამგვარად მთავარი ჭრის ხაზი შეუფერხებლად და მაქსიმალური ეფექტურობით ამუშავებს ძირითად სისტემურ კონსტრუქციებს.
მოგვმართეთ საქართველოში ან საერთაშორისო ბაზრებზე დაგეგმილი პროექტების ფარგლებში და მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია სისტემის შერჩევის, საინჟინრო დამუშავების, წარმოებისა და მონტაჟის მიმართულებით.